ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2016 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. 2022 წელს მიენიჭა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კასელის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით განხორციელდა, ფოლკსვაგენის (VW) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. კვლევა შეეხებოდა ქართული ღვინოების ანტილიპაზურ აქტივობას. მას სადოქტორო პროგრამის ფარგლებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში. იგი ასევე სწავლობდა უნგრეთში, აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში (Hungarian University of Agriculture and Life Sciences), სურსათის მეცნიერების და ტექნოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე და 2019 წელს მიენიჭა სურსათის ინჟინერის მაგისტრის კვალიფიკაცია. მას სამაგისტრო ნაშრომი დაცული აქვს თემაზე: “ზოგიერთი ზეთოვანი კურკის დაწნეხვით მიღებული ფქვილის გავლენა ხორბლის ფქვილის ცომის რეოლოგიურ მახასიათებლებზე”. კვლევა უნგრული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კვლევის შედეგები წარდგენილი იყო მარცვლეულის ქიმიის საერთაშორისო ასოციაციის (ICC) მეცხრამეტე კონფერენციაზე “მეცნიერება ხვდება ტექნოლოგიას.”

განათლება

2022 - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემაზე "ქართული ღვინოების ანტილიპაზური აქტივობა
2019 - სურსათის ინჟინერის მაგისტრი
2016 - ბაკალავრი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სასწავლო კურსები

სურსათის რეოლოგია და სენსორული ანალიზი (B)
სურსათის ინგრედიეტები (B)
სურსათის უვნებლობა (B)
ახალი სასურსათო პროდუქტის შექმნა და განვითარება (M)

პუბლიკაციები

Khatchapuridze, Z., Ploeger, A., Gulua, L. (2022). Kinetic Behaviour of Pancreatic Lipase Inhibition by Wine,  Food Research, In Press

Makhviladze, T., Kvartskhava, G., Khatchapuridze, Z. (2022). Study of bioactive components and antioxidant activity of Kakhetian and European style wines produced from Georgian grape varieties. GEORGIAN SCIENTISTS, 4(1), 57–64

Khatchapuridze, Z., Gugulashvili, G., Ghvachliani, V., Ploeger, A., Gulua, L., Turmanidze, T. (2021). In-vitro functional efficacy of extracts from Caucasian Rhododendron (Rhododendron Caucasicum) and Rkatsiteli wines as pancreatic lipase inhibitors, Ukrainian Food Journal, 10(1), pp. 37-50. DOI: 10.24263/2304974X-2021-10-1-4

Khatchapuridze, Z., Ploeger, A., Gulua, L., Turmanidze, T. (2021). Comparative study of lipase inhibitory activity of some Georgian wines obtained through Kakhetian and European wine-making techniques, Annals of Agrarian Science, 19(3), pp. 223-234